ნარიშკინი: დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს

პუბლიკა

რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ „დარწმუნებულია” საქართველოს მოსახლეობა „სწორ არჩევანს” გააკეთებს.

მისი განცხადებით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოთხოვნით” მოამზადა შუალედური ანგარიში, რომელიც მოიცავს ტექსტს, რომ საქართველოში „სამართლიანი და ღია არჩევნებისთვის პირობები, სავარაუდოდ, არ არსებობს”, – ნარიშკინის თქმით, ეს, „რა თქმა უნდა, არ შეესაბამება რეალობას”.

„ამ ქმედების მიზანია, რომ უხეშად და მეტად თავხედურად ჩაერიონ საქართველოს საშინაო საქმიანობაში, ხელი შეუშალონ ჯანსაღ, ეროვნულობაზე ორიენტირებულ ძალებს, რომ კიდევ ერთხელ მოვიდნენ ხელისუფლებაში. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა აირჩევს…გააკეთებს სწორ და ზუსტ არჩევანს”, – განაცხადა მან.