რუსეთის საგარეო დაზვერვის დირექტორი, სერგეი ნარიშკინი ამბობს, რომ „აშშ ყველა ფრონტზე კარგავს ინიციატივას”.
რუსულ ჟურნალ სამთავრობო გამოცემა „რია ნოვოსტის” თანახმად, ნარიშკინმა თქვა, რომ „ამერიკული „აკვიატება“ უკრაინის მიმართ დამანგრეველი ზემოქმედების მოხდენას იწყებს ვაშინგტონის მიერ აშენებულ მთელ გლობალურ ფინანსურ და სამხედრო-პოლიტიკურ სისტემაზე – პოსტსაბჭოთა სივრცეში ისინი სრულ მარცხს განიცდიან”.
ამის მაგალითად რუსმა მაღალჩინოსანმა საქართველო მოიყვანა.
„საქართველოში, სადაც ჯერ კიდევ მცირე ხნის წინ მარიონეტი მიხეილ სააკაშვილი ჰალსტუხს ღეჭავდა, დასავლელებმა ვერ შეძლეს, ხელი შეეშალათ არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების” გამარჯვებისთვის. დასავლეთის მიმართ ჯიუტი ორიენტირების მავნებლობის გააზრებით საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ემოქმედა საკუთარი ინტერესების შესაბამისად.
ისინი ახლა შეგნებულად სცილდებიან გარედან მოხვეულ ულტრალიბერალურ ტრანსჰუმანისტურ დღის წესრიგს, რომელიც უსასრულოდ უცხოა ქართული ტრადიციული ღირებულებებისთვის”. – თქვა სერგეი ნარიშკინმა.