„ნარმანიას დროს ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში გაკეთდა“ - მერიის განმარტება აბრებზე

პუბლიკა

სოციალურ ქსელში ვრცელდება თბილისის სხვადასხვა დაწესებულების აბრის ფოტოები, სადაც წარწერები სამ – ქართულ, ინგლისურ და რუსულ – ენაზეა დატანილი.  მაგალითად, უზენაესი სასამართლოს შენობაზეა განთავსებული მსგავსი აბრა.

ამ საკითხზე „პუბლიკა“ თბილისის მერიას დაუკავშირდა და დაინტერესდა, ახალია თუ არა ეს აბრები. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, აღნიშნული აბრები 2015 წელს, დავით ნარმანიას მერობის პერიოდში, ტურიზმთან დაკავშირებული ერთ-ერთ პროექტის ფარგლებში მოეწყო.

ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია იძებნება თბილისი საკრებულოს ვებგვერდზეც. 2015 წლის 24 თებერვლის ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს ტურისტული ღირშესანიშნაობების „მობილური გიდის” ფარგლებში ბარკოდებით აღჭურვაზე.

„მობილური გიდი“ მოიცავს ღირსშესანიშნაობების შესახებ ხმოვან და ტექსტურ ინფორმაციას, რუკას მასზე დატანილი 89 ტურისტული ობიექტით სპეციალური ნუმერაციის მიხედვით.

აღნიშნული პროექტი ემსახურება როგორც შიდა ტურიზმის განვითარებას, ასევე უცხო ქვეყნის ვიზიტორებისთვის ქალაქის შესახებ ინფორმაციის გამარტივებული წესით მიღებას“, – ნათქვამია საკრებულოს მიერ 2015 წელს გავრცელებულ ინფორმაციაში.