ნატა ფერაძე სასამართლომ 2 300 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 2 300 ლარით დააჯარიმა, – ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ საიას ადვოკატმა დაუდასტურა, რომელიც სასამართლოში ფერაძის ინტერესებს იცავდა.

პოლიცია ფერაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო და დააჯარიმა „სირცხვილიას“ ოთხი აქტივისტიც. 


შსს ნატა ფერაძეს ორ ეპიზოდზე ედავებოდა. პირველი შემთხვევა 25 იანვარს შსს-სთან მოხდა, როცა აქციის მონაწილეები მოძალადე პოლიციელების მხრიდან ახალგაზრდა კაცზე ძალადობას აპროტესტებდნენ. ფერაძეს პოლიციელი აფრთხილებდა, რომ არ გაეკრა სტიკერები შსს-ს მიმდებარედ, ის კი აგრძელებდა მოქმედებას. ამის შემდეგ ის პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა.

მეორედ ფერაძე 7 მარტს დააკავეს. „არა-რუსეთს“ პარლამენტთან დაიწყო და მთავრობის კანცელარიასთან გაგრძელდა. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად შენობის მიმართულებით ტუალეტის ქაღალდები ისროლეს. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა სწორედ ტუალეტის ქაღალდების სროლას მოჰყვა.