ნატა ფერაძე თავისუფალია

პუბლიკა

5-დღიანი პატიმრობის შემდეგ ნატა ფერაძემ იზოლატორი დატოვა.

ნატა ფერაძეს საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო შჩერბაკოვმა სამებაში სტალინის გამოსახულებიანი ხატისთვის საღებავის შესხმის საქმეზე 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 2 თებერვალს შეუფარდა.

საიამ მოსამართლის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო.

„დაუშვებლობის არგუმენტები შაბლონურია – ახალი გარემოებები და მტკიცებულებები არ არის საჩივარშიო. ახალ მტკიცებულებებზე მსჯელობას არავინ ითხოვდა. სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა რამდენად დასაბუთებული იყო საქალაქო სასამართლოს დადგენილება, განსაკუთრებით, გამოყენებული სანქციის ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქცია და თავიდან მოიშორა საქმე“, – აღნიშნა საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ.

ფერაძის წინააღმდეგ გამოძიება 166-ე, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობდა.

აღნიშნული მუხლი ითვალისწინებდა ჯარიმას 500-იდან 1000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე.