„ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფარგულ გამოცემა ,,კვირის ჟურნალთან” (JDD) ინტერვიუში ისაუბრა. თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თქვენს ქვეყანას ამ ბოლო თვეების განმავლობაში ღრმა პოლიტიკური კრიზისი ჰქონდა. ეს ამოწურულია?, ზურაბიშვილი პასუხობს:
„მომავალი ადგილობრივი არჩევნები ამას გვიჩვენებს. პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
გთავაზობთ ინტერვიუდან ფრაგმენტებს:
– თქვენ კიდევ გაქვთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინი?
საქართველოს განვითარების ერთადერთი პერსპექტივა ევროპაა. ამ ინტეგრაციის ფირმა და თარიღი ევროკავშირის ევოლუციაზეა დამოკიდებული. ამ ლოდინისას კი, უნდა მივიღოთ ყველაფერი, რისი მიღებაც შესაძლებელია: ჩვენ შევუერთდით ისეთ ევროპულ პროგრამებს, როგორიც ერასმუსია, განხორციელდა ვიზალიბერალიზაცია, გაიხსნა ბაზრები. საქართველო გულით ევროპულია და თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო და უფრო ასეთი ხდება. მას კიდევ უფრი მეტად შეუძლია იყოს ევროპული.
– NATO-ში გაწევრიანება კვლავ თქვენი მიზანია?
დიახ. ეს ის პროცესია, რომელიც პარალელურად მიმდინარეობს, და გარკვეულწილად, თითქმის უფრო ადვილია. საქართველო წარმოდგენილი იყო ავღანეთში. ჯარის თავსებადობა ძალიან წინ წასული პროცესია. წლებია ნატოსთან ერთად წვრთნები გვაქვს.
– თუმცა, რუსეთი დაგანებებთ, რომ ბოლომდე მიიყვანოთ ეს მიზანი?
საგარეო საქმეთა მინისტრობისას, ჩემს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრებისას ხშირად წამოიჭრებოდა ნატოში გაწევრიანების საკითხი. რუსეთის პოზიცია შემდეგი იყო: – ალიანსის არჩევანი სუვერენულია, მაგრამ ის არ უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული და მართალია, ის არ არის დაკავშირებული გაწევრიანების გადაწყვეტილებასთან, ახსნა მაინც საჭიროა.
პრობლემა ისაა, რომ რუსეთმა დაამძიმა თავისი პიზიციები ჩვენთან, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც უკრაინაში. ალიანსი არის ის ადგილი, სადაც მომავალი უნდა იყოს მყარი.
– როგორ შეაფასებდით თქვენს ურთიერთობებს რუსეთთან?
სრულიად გაყინული. არანაირი დიალოგი არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით მცირედ ტექნიკურ მიმოცვლას. თუმცა, ეს არასდროს იღებს პოლიტიკურ განზომილებას.
– პუტინთან უფრო მეტი სიმტკიცე ხომ არ არის საჭირო რათა მეტად გაიგოს?
სიმტკიცე საჭიროა რათა პატივი გცენ. თუმცა საჭიროა გამოსავლების შეთავაზება. მხოლოდ სანქციები შედეგს ვერ მოიტანს. თუმცა, ის, რაც აკლიაევროკავშირს არის ხედვა ამ კონფლიქტებიდან გამოსავალზე და რუსეთისათვის შეთავაზებები.