შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და დაკავებულია ერთი პირი. პოლიციამ 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების მიხედვით, მიმდინარე წლის 29 აპრილს, ბრალდებულმა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნათესავზე – 1986 წელს დაბადებულ მ.ბ.-ზე ფიზიკურად იძალადა.
„თ.ბ.-მ ახალგაზრდა ქალს ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული თ.ბ. ცხელ კვალზე დააკავა, “- ამბობენ შსს-ში.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.