შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებით, „ტვ პირველის” ჟურნალისტმა თამთა დოლენჯაშვილმა ექსპერიმენტის მიზნით 112-ში ცრუ შეტყობინებით დარეკა.
განცხადებით მიხედვით, დოლენჯაშვილმა 112-ს ჩხუბის შესახებ შეატყობინა, პოლიციის ეკიპაჟის ადგილზე მისვლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტმა ზარი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული ექსპერიმენტის ფარგლებში განახორციელა.
„რომ არაფერი ვთქვათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე და ელემენტარულ მედია სტანდარტზე, მაშინ როდესაც ცრუ შეტყობინებას აკეთებს ნებისმიერი მოქალაქე, მინიმუმ იმას უნდა იაზრებდეს, რომ შესაძლოა ამ დროს გადაუდებელი დახმარება სხვას რეალურად სჭირდებოდეს”, – წერია უწყების განცხადებაში.