ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პირველი ვიცეპ-რეზიდენტი გახდა. მას მხარი ეროვნული ბანკის საბჭოს უმრავლესობამ დაუჭირა.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ საბჭომ დამიჭირა მხარი. მე შევასრულებ ამ მოვალეობას და ასევე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში კანონის თანახმად ვუხელმძღვანელებ ამ ინსტიტუციას. ჩემთვის დიდი პატივია გავხდე პირველი ვიცეპრეზიდენტი,”- თქვა ნათია თურნავამ ეროვნულ ბანკში გამართულ ბრიფინგზე.
როგორვ ნათია თურნავამ ევროვნული ბანკის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მას მხარი საბჭოს 7 წერვიდან 5-მა დაუჭირა, ხოლო 2-მა თავი შეიკავა.