ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა

პუბლიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

„კოვიდინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტის გამო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა. ამ ეტაპისთვის მას არ აღენიშნება Covid-19-სთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი და თავს კარგად გრძნობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

თვითიზოლაციაშია გადასული საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორი გახარიაც. მისი თქმით, თანამშრომელს, რომელთანაც ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა, კორონავირუსი დაუდგინდა.