NATO ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნას იწყებს. ინფორმაციას „Reuters” ავრცელებს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი მეთაურის, კრის კავოლის თქმით, წვრთნებში, სახელად „Steadfast Defender 2024“ 90 000-მდე სამხედრო მიიღებს მონაწილეობას და მისი მიზანი ევროპაში, რუსეთის მოსაზღვრე NATO-ს სახელმწიფოებში რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის სცენარისთვის მომზადება იქნება.
წვრთნებში გამოყენებული იქნება 50-ზე მეტი სამხედრო გემი, 80-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი და 1100 საბრძოლო მანქანა, მათ შორის 133 ტანკი და 533 ქვეითი საბრძოლო მანქანა.
NATO-ს სამხედრო წვრთნა მაისის ბოლომდე გაგრძელდება.