NATO გმობს უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების გეგმას

პუბლიკა

NATO გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში „რეფერენდუმის“ ჩატარების გეგმებს.

„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ფედერაციასთან შეერთებასთან დაკავშირებით ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების გეგმას უკრაინის რეგიონებში, რომლებსაც ნაწილობრივ რუსი სამხედროები აკონტროლებენ“, – ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში.

NATO-ს განცხადებით, მოკავშირეები მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და გააგრძელებენ მის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას.