ამერიკის შეერთებული შტატების ჯარის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში და გადამდგარი გენერალი ბენ ჰოჯესი იმედს გამოთქვამს, რომ 2021 წელს NATO საქართველოს ალიანსში გაწევრევას შესთავაზებს, – განცხდება გადამდგარმა გენერალმა „ამერიკის ხმასთან” საუბრის დროს გააკეთა.
ჰოჯესი ფიქრობს, რომ საქართველო ალიანსში სამოქმედო გეგმის გარეშე უნდა მიიღონ.
„ვისურვებდი, რომ 2021 წელს ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა – NATO-მ, საქართველოს წევრობა შესთავაზოს. ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს და ალიანსმა საქართველო სამოქმედო გეგმის გარეშე უნდა მიიღოს. ეს სამოქმედო გეგმა ამ ვითარებაში აღარ მუშაობს, კარგად მუშაობდა მაშინ, როცა NATO-მ ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად დაიწყო გაფართოება. ახლა საქართველო გაცილებით დაწინაურებულია NATO-სთან, შეერთებულ შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობებში. ვფიქრობ, რომ პროცესის დაჩქარება ვითარების შესაბამისი იქნება”, – ამბობს ბენ ჰოჯესი.