10-წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ, იენს სტოლტენბერგმა NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობა დღეს ოფიციალურად დატოვა. მის ნაცვლად პოსტს დაიკავებს ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე.
NATO მოკავშირეების ელჩები ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში, რომელიც ალიანსში გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა, რუტეს დასამტკიცებლად შეიკრიბებიან, რის შემდეგაც ახალი გენერალური მდივანი NATO-ს თანამშრომლებს მიმართავს და პრესკონფერენციას გამართავს.
რუტემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს მკაფიო მხარდაჭერა დააფიქსირა უკრაინის მიმართ და აღნიშნა, რომ არ ღელავს აშშ-ის მოახლოებულ არჩევნებზე, რადგან ორივე კანდიდატთან შეუძლია თანამშრომლობა.
„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო”, – განაცხადა მარკ რუტემ.
ალიანსის ყოფილ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ოქტომბერში ამოეწურა – ის ალიანსს 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა და მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ვადა რამდენჯერმე გაუხანგრძლივდა.