NATO-ს წევრი 9 სახელმწიფო უკრაინის ალიანსში გაწევრების მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.
ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენებ ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ჩრდილოეთ მაკედონიის, პოლონეთის, რუმინეთის, მონტენეგროსა და სლოვაკეთის პრეზიდენტები.
„ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ არც ახლა და არც სამომავლოდ არ ვაღიარებთ რუსეთის მცდელობებს, მოახდინოს უკრაინის რომელიმე ტერიტორიის ანექსია. ჩვენ მტკიცედ ვიცავთ 2008 წლის ბუქარესტის ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებას უკრაინის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით.
ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ თავდაცვაში, მოვითხოვთ რუსეთისგან, დაუყოვნებლივ გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან და მოვუწოდებთ ყველა მოკავშირეს, არსებითად გაზარდონ უკრაინის სამხედრო დახმარება. ყველა, ვინც აგრესიის დანაშაულს ჩაიდენს, პასუხი უნდა აგოს და დაისაჯოს“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.