NATO მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმას გმობს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსპიკერი წერს.
„ცალსახად ვგმობთ მოსკოვში კონცერტის მაყურებლებზე თავდასხმებს. ასეთ საშინელ დანაშაულს ვერაფერი გაამართლებს. ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს“, – წერს ნატოს პრესსპიკერი ფარა დახლალა.
„კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. ბოლო ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა. რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რიცხვი 140-ს აჭარბებს.
დასავლური მედიის ცნობით, მოსკოვში „კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ” (ISIS) აიღო.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, ტერაქტის საქმეზე დაკავებულია 11 ადამიანი, მათ შორის ოთხი ტერორისტი.