საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვაში იმყოფება. ის ვილნიუსში ლიეტუვას პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
ლიეტუვის პრეზიდენტმა თქვა, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
„ლიეტრუვა და მისი ხალხი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარმადჭერია. შეხვედრაზე ჩვენ შესაძლებლობა გქვონდა დეტალურად განგვეხილა პერსპექტივები ლიეტუვასა და საქართველოს ორმხრივი თანაშრომლობის სფეროებში – პოლიტიკური დიალოგიო ქვეყნებს შორის, ევროინტეგრაციის მხარდაჭერა, ინსტიტუციონალური და უწყებრივი თანამშღომლობა.
გილოცავთ პრეზიდენტო თქვენ და თქვენს ხალხს გასულ წელს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. გულწრფელად გვსურს საქართველოს წარმატება, რომ მან მიღწიოს თავის მიზანს და გახდეს ევროკავშირის წევრი.
ევროინტეგრაციის გზა ეს არის ქვეყნის ტრანფორმაციის გზა, ეს არის გასაგები და ხელშესახები რეფორმები, რომელსაც სარგებელი მოაქვს მოქალაქებისთვის და ქვეყნის კეთილდღეობისთვის.
პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ზეწოლა მედიასა და არასამთავრობო სექტორზე არ არის გზა, რომელიც აძლიერებს დემოკრატიასა და მოქალაქეების მედეგობას“, – თქვა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ისევ აგრძელებს დამღუპველს ომს, რომელიც დესტაბილიზაციას იწვევს, როგორც რეგიონში ისე მსოფლიოში. ლიეტუვას პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია აგრესორისთვის სანქციების დაწესება.