პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის რუსეთის ციხეში დაღუპვასთან დაკავშირებით „კომენტარი ვერ ექნება”.
ასე უპასუხა მან ჟურნალისტის შეკითხვას, აპირებს თუ არა, სამძიმრის წერილის გამოქვეყნებას და შეიძლება ითქვას თუ არა, რომ ალექსეი ნავალნი პუტინის რეჟიმის მსხვერპლია.
„რაიმე კომენტარი ამ საკითხზე ვერ მექნება”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ალექსეი ნავალნი დღეს ციხეში დაიღუპა. რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების განცხადებით, ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და ფაქტობრივად მაშინვე დაკარგა გონება”. ის 47 წლის იყო.
„განხორციელდა ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება, მაგრამ ამან დადებითი შედეგი არ გამოიღო. სასწრაფო დახმარების ექიმებმა დაადასტურეს მსჯავრდებულის გარდაცვალება. გარდაცვალების მიზეზები დგინდება”, – განაცხადეს უწყებაში.