ნავალნის გარემოცვის წევრს, ლეონიდ ვოლკოვს ვილნიუსში ჩაქუჩით თავს დაესხნენ

პუბლიკა

ალექსეი ნავალნის ახლო გარემოცვის წევრს, ლეონიდ ვოლკოვს ვილნიუსში, საკუთარი სახლის მიმდებარედ ჩაქუჩით თავს დაესხნენ. 43 წლის ვოლკოვს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

„თავს დამესხნენ ეზოში, ფეხზე დამარტყეს 15-ჯერ. ფეხი, ასე თუ ისე, კარგად მაქვს, სიარულის დროს მტკივა… თუმცა, მოვიტეხე ხელი”, – განაცხადა მან.

თავდასხმაზე ცნობების შემდეგ, ვოლკოვმა ვიდეო გამოაქვეყნა ტელეგრამ-არხზე და აღნიშნა, რომ ბრძოლას გააგრძელებს.

„ვიმუშავებთ და არ დავნებდებით”, – ამბობს ის.

ნავალნის ორგანიზაციის პრესსპიკერმა თქვა, რომ თავდასხმამდე დააზიანეს ვოლკოვის მანქანის მინები და მას თვალებში ცრემლსადენი გაზი შეასხეს.

The Guardian-ის ცნობით, თავდასხმამდე ერთი დღით ადრე ვოლკოვმა სოციალურ ქსელში ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ნავალნი „პუტინმა მოკლა, ისევე როგორც, ბევრი სხვა მანამდე”.