ნაყოფიერი საუბარი მქონდა გერმანიის კანცლერთან – ღარიბაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს ესაუბრა, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ Twvitter-ის საკუთარ გვერდზეც დაწერა და აღნიშნა, რომ ნაყოფიერი საუბარი ჰქონდა გერმანიის კანცლერთან.

პრემიერის თქმით, საუბრისას განიხილეს უკრაინასა და მთელ რეგიონში არსებული პრობლემური ვითარება და გამოწვევები.

„საუბრისას შევეხეთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და გერმანიასთან არსებულ ორმხრივ თანამშრომლობას“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.