ნაზი ჯანეზაშვილმა დააფუძნა ორგანიზაცია, რომელიც სასამართლოს საკითხებზე იმუშავებს

პუბლიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებს. როგორც ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, ორგანიზაციის სახელი „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ იქნება.

„სულ მალე ვიწყებთ ორი ახალი პროექტის განხორციელებას. დეტალებზე ჯერ არ ვისაუბრებ, მაგრამ ორივე მათგანი საკმაოდ საინტერესო და ინოვაციურია. ვიწყებ მჭიდრო თანამშრომლობას ევროპაში სასამართლო სფეროში ერთ-ერთ წარმატებულ ორგანიზაციასთან, რომლებიც მათ უნიკალურ გამოცდილებას მიზიარებენ. ასევე, ვთანამშორმლობ აშშ-ში ერთ-ერთ ძალიან გამოცდილ და წარმატებულ ორგანიზაციასთან , რომლებიც ინდივიდუალურად მეხმარებიან ფანდრაიზინგის მიმართულებით“, – აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

როგორც ნაზი ჯანეზაშვილი Facebook-ზე წერს, ახლა საორგანიზაციო საკითხების მოგვარების ეტაპზე იმყოფება.