დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განცხადებით ეხმაურება „ლინკდინზე“ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ეწერა:
„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გაცნობებთ, რომ სავსეები ვართ კორუმპირებული გაჩუმებული ხალხით, ქოცებით, ოდეერებით და მენეჯმენტიც ბიძინასგან ნაჩუქარი ქონების გამო გვიზის გაჩუმებული“.
NCDC ფეისბუქზე წერს, რომ ლინკდინზე გავრცელებული ეს განცხადება არაა ცენტრის ოფიციალური პოზიცია.
„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) სახელით, პლატფორმა LinkedIn-ზე გავრცელებული ინფორმაცია არ წარმოადგენს NCDC-ს ოფიციალურ განცხადებას.
საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, სხვადასხვა ინფორმაციის გასავრცელებლად, პლატფორმით – LinkedIn არასოდეს უსარგებლია. როდის და ვის მიერ მოხდა გვერდის გახსნა ან ადმინისტრირება – სამწუხაროდ, ამის შესახებ ცენტრი არ ფლობს ინფორმაციას.
ამასთან, LinkedIn-ის ადმინისტრაცია ინფორმირებულია მომხდართან დაკავშირებით და მას, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, შემდგომი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, ანგარიშის გაუქმების თხოვნით, უკვე მიმართა“, – ნათქვამია განცხადებაში.