სააგენტოს ინფორმაციით, მათთან შეტყობინება ძაღლის დაღუპვის შემდეგ, 18 დეკემბერს შევიდა. ცხოველის პათოლოგიური მასალა მყისიერად გადაიგზავნა ლაბორატორიაში და კვლევის შედეგები გუშინ გახდა ცნობილი.
ნაპოვნია მოზარდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ცოფიანმა ძაღლმა გაკაწრა. მას ვაქცინაციის პროცესი დაწყებული აქვს.
ინფორმაცია ამის შესახებ NCDC-ის დირექტორის მოადგილემ, ეკა ადამიამ გაავრცელა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მკვდარ მიუსაფარ ძაღლს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ცოფი დაუდასტურდა.
მანამდე ძაღლმა მოზარდი გაკაწრა.
სააგენტოს ინფორმაციით, მათთან შეტყობინება ძაღლის დაღუპვის შემდეგ, 18 დეკემბერს შევიდა. ცხოველის პათოლოგიური მასალა მყისიერად გადაიგზავნა ლაბორატორიაში და კვლევის შედეგები გუშინ გახდა ცნობილი.