NCDC-ს წარმომადგენლებმა მოგახსენათ, ბოლნისში რთულია კომუნიკაცია და კონტაქტების მოძიება - ეზუგბაია

პუბლიკა

თბილისის ინფექციურის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდა, ძირითადად, ბოლნისს უკავშირდება, რადგან ორ სოფელში, მუშევანსა და გეტაში მცხოვრებლებს ინტენსიურად იკვლევენ.

„ბოლნისის რაიონის კვლევა წარმოებს და თქვენ მოგახსენათ დაავადების კონტროლის წარმომადგენლებმა, რომ ძალიან ჭირს ამ რაიონში მოსახლეობასთან ურთიერთობა და მათთან კომუნიკაცია და მოძიება კონტაქტების ცოტა რთულია, მაგრამ მაინც ხდება და კარგია, ეს ასე რომ ხდება. ეს არ არის მრავალმოსახლე სოფლები და ამ სოფლების გამოკვლევა თავიდან ბოლომდე არ არის რთული. ამას სჭირდება დრო. რაც მთავარია, ეს არ გადის ბოლნისის გარეთ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 695-მდე გაიზარდა.  მანამდე ეს რიცხვი 683-ს შეადგენდა, შესაბამისად, ახალი შემთხვევების რაოდენობა 12-ია. 6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. ახლა მათი რიცხვი 425-ია.

stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 695
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 425
  • მათ შორის გარდაცვლილი – 12
  • კარანტინის რეჟიმში – 3822
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 360
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3