NCDC: უკრაინის მოქალაქეებს უფასოდ მოვემსახურებით COVID-ტესტებით

პუბლიკა

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და აცხადებს, რომ მზად არიან, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს კომპეტენციის ფარგლებში არსებული ყველა სერვისით უსასყიდლოდ გაუწიონ მომსახურება COVID-19-ის იდენტიფიცირებისთვის საჭირო ყველა სადიაგნოსტიკო ტესტით.

„აღნიშნული ინიციატივით სარგებლობა შესაძლებელი იქნება მოქალაქეობის დამადასტურებელი შესაბამისი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსტროსთან და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსტროსთან თანამშრომლობით სრული ინფორმაცია მიეწოდება უკრაინის საელჩოს საქართველოში“, – აცხადებს NCDC.