NCDC ვაქცინის პირველი დოზით აცრილი პირებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იმ პირებისთვის, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის პირველი დოზით აიცრა რეკომენდაციებს აქვეყნებს.

NCDC-ის განცხადებით, საქართველოში შემოტანილი ორივე ვაქცინის AstraZeneca-სა და Pfizer-ის პირველი დოზით აცრილებმა რეკომენდაციების დაცვა უნდა გააგრძელონ:

  • ატარონ პირბადე ღია და დახურულ სივრცეეებში;
  • დაიცვან სულ მცირე 1 მეტრი დისტანცია;
  • თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს;
  • მოგზაურობისას გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვები;
  • სიმპტომების შემთხვევაში გაიკეთონ COVID-19 ტესტირება.

საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ამჟამად აცრა ორი ვაქცინით Pfizer-თა და AstraZeneca-თია შესაძლებელი. ვაქცინაცია ჯერჯერობით სამედიცინო პერსონალსა და 65 წელს ზემოთ მყოფ პირებს ეხებათ.