თუ აღგენიშნებათ შემდეგი სიმპტომები, დარჩით სახლში ან გადადით იზოლაციაში - NCDC

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს სიმპტომების ჩამონათვალს, რომლის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქე უნდა დარჩეს სახლში ან გადავიდეს საიზოლაციო სივრცეში

NCDC-ის ინფორმაციით, ეს სიმპტომებია:

  • ყელის, თავის ან წელის ტკივილი;
  • სურდო;
  • ზომიერი ცხელება;
  • ხველა;
  • ღამით ოფლიანობა;
  • საერთო სისუსტე.

ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, მაქსიმალურად შეზღუდონ ოჯახის წევრებთან კონტაქტი და აუცილებლობის შემთხვევაში, მათთან ურთიერთობისას გამოიყენონ პირბადე.

NCDC-ის განცხადებითვე, პირველივე საეჭვო სიმპტომის გამოჩენის შემთხვევაში, მოქალაქე აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს ან დარეკოს 112-ში და მიიღოს ონლაინ კლინიკის მომსახურება.

„ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით. თავი მოარიდეთ საზიარო საყოფაცხოვრებო სივრცეების გამოყენებას. თუ ეს შესაძლებელია, იყავით ფიზიკურად აქტიური სახლის პირობებში და მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე.

გახსოვდეთ, ინფექციის გავრცელების შეჩერება თქვენს ხელშია! დაიცავით თქვენი საყვარელი ადამიანებისა და გარშემომყოფების ჯანმრთელობა! #დარჩისახლში“, – ვკითხულობთ NCDC-ის ინფორმაციით.