NDI: 12%-ს საკვების ფული არ აქვს, 28%-ს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის

პუბლიკა

მოქალაქეები თავს დაუცველად, ძირითადად, სიღარიბისა და ეკონომიკური საკითხების გამო გრძნობენ, – ამის შესახებ საუბარია საზოგადოებრივი აზრის კვლევის უახლეს ანგარიშში, რომელსაც NDI ავრცელებს.

სხვებთან შედარებით, „ქართული ოცნების” მხარდამჭერები მეტად ასახელებენ ინფლაციას, წამლების მაღალ საფასურს, განათლების დაბალ დონესა და ჯანდაცვის პრობლემებს. ხოლო, ოპოზიციის მხარდამჭერები ამბობენ, რომ მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში თავს დაუცველად გრძნობენ, არის კრიმინალი, პოლიტიკური არასტაბილურობა და რუსეთის ქმედებები საქართველოს მიმართ.

NDI-ის კვლევით, ფასების ზრდა, დასაქმება და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდ გამოწვევებად რჩება:

უმრავლესობის აზრით, წამლებისა და სამედიცინო მომსახურების საფასური ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემებია:

ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის; უმეტესობა ამბობს, რომ კომფორტულად ცხოვრებისთვის თვეში 3000 ლარზე მეტი სჭირდება.


აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2.2%.