NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ არავინ მოქმედებს ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
შეკითხვაზე – ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებებს, რომ მმართველი პარტია ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს – პასუხები ასე განაწილდა:
- ვეთანხმები – 36%;
- არ ვეთანხმები – 51%;
- არ ვიცი – 11%;
- უარი პასუხზე – 2%.
მოსახლეობა ასევე ფიქრობს, რომ პარლამენტსა და ადგილობრივ თვითმმართველობებში არჩეული ოპოზიციური პარტიებიც არ მოქმედებენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.
ოპოზიციის შესახებ იმავე შეკითხვაზე პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:
- ვეთანხმები – 31%;
- არ ვეთანხმები – 53%;
- არ ვიცი – 15%;
- უარი პასუხზე – 1%.
კვლევა საზოგადოების განწყობის შესახებ ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ.
საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში მიმდინარეობდა. ინტერვიუები სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა, რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
ჯამში ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.3%. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა შეკითხვის მიხედვით.
კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).