NDI: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 20% „ოცნებას“ მისცემდა ხმას, 5% - ენმ-ს

პუბლიკა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდა საპარლამენტო არჩვენები რომ ხვალ ტარდებოდეს.

უფრო კონკრეტულად კი, კვლევის შედეგების მიხედვით, ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მოსახლეობის 20% „ოცნებას“ მისცემდა ხმას, 5% – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

34% პასუხობს – „არცერთი“; 26%-ის პასუხია – „არ ვიცი.“

კვლევის მიგნებებში აღნიშნულია, რომ პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

შეკითხვაზე, რომელი პოლიტიკური პარტია დგას ყველაზე ახლოს თქვენს შეხედულებებთან 57% პასუხობს – „არცერთი“;

17% – „ქართული ოცნება“;

5% – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

აღნიშნული ანგარიში 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.

NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.