ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ ყოველი მესამე და ოპოზიციის ყოველი მეხუთე მხარდამჭერი რუსეთთან ახლო პოლიტიკურ თანამშრომლობას ემხრობა.
ევროკავშირთან და აშშ-თან თანამშრომლობის სურვილი ოპოზიციის მხარდამჭერებში შედარებით მაღალია.
კითხვაზე, რომელ ქვეყნებთან ან გაერთიანებებთან უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა? – პასუხები ასე გადანაწილდა:
კვლევის მეთოდი:
NDI-ის კვლევების საველე სამუშაოები 2023 წლის 12 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით. შედგა 2,068 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,2%-ია. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით.
წარმომადგენლობითი შერჩევა მოხდა ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა მოხდა თბილისში, დიდ ურბანულ დასახლებებში, პატარა ურბანულ დასახლებებში, სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.