ნებისმიერი ეჭვი რუსულ ხელისუფლებაზე, თითქოს მას სურვილი ჰქონდა, თავს დასხმოდა ქართველ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას, არის აბსურდული და არ შეესაბამება სინამდვილეს, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა რამზან კადიროვის განცხადების საპასუხოდ, რომელიც მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებას ეხებოდა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
„მე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. მხოლოდ ერთს ვიტყვი, თუ კარგად გახსოვთ, თავიდან გაჟღერდა ბრალდება ხელისუფლების მისამართით ამ ინციდენტში ლამის მონაწილეობის შესახებ. თავიდანვე ვამბობდით, რომ ბენისმიერი ბრალდება მოცემულ შემთხვევაში არის აბსურდი და არ შეესაბამება სინამდვილეს“, – განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტების თხოვნაზე, კომენტარი გაეკეთებინა კადიროვის განცხადებაზე.