ნებისმიერი ტიპის საქონელი, ასევე სანქციების სიაში მოხვედრილი პროდუქცია მკაცრად კონტროლდება - შემოსავლების სამსახური

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ, მოხვედრილია სანქციების სიაში, მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან და აღნიშნავს, რომ თითოეული სამართალდარღვევის ფაქტზე უწყება რეაგირებას მოახდენს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად.