ნეიტრალიტეტზეც მოვილაპარაკებთ, მაგრამ მერე ვინ უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას? - პოდოლიაკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინას ყოველთვის ჰქონდა და ახლაც ტოვებს სივრცეს მოლაპარაკებისთვის.

მათ შორის, პოდოლიაკის თქმით, შეუძლიათ მოლაპარაკება ნეიტრალურ სტატუსზეც, მაგრამ მთავარი კითხვა ისაა, ამ შემთხვევაში როგორ მიიღებს უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„უკრაინა ყოველთვის ტოვებდა და ახლაც ტოვებს სივრცეს მოლაპარაკებისთვის. მათ შორის, მაშინაც კი, როცა რუსეთი სრული მასშტაბით შემოიჭრა ქვეყანაში. საომარი მოქმედებები უნდა დასრულდეს“, – ციტირებს პოდოლიაკის სიტყვებს რუსული მედია.

ზელენსკის მრჩეველი დასძენს, რომ რაკი მოსკოვს სურს საუბარი ნეიტრალიტეტზე, მათ ამისიც არ ეშინიათ, მაგრამ რჩება მთავარი კითხვა, ვინ და როგორ უზრუნველყოფს მაშინ უკრაინის უსაფრთხოებას?!