„ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პოლიტიკური მოძრაობა „ნეიტრალური საქართველო” განცხადებას ავრცელებს – ისინი ხელისუფლებას სთხოვენ 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად გაიმართოს პლებისციტი „ევროპერსპექტივის” შესახებ.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მოსახლეობამ ამ პლებისციტზე უნდა უპასუხოს კითხვას: ხართ თუ არა მომხრე, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ მოხდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება?!
„მივმართავთ ხელისუფლებას, ჯერ კარგად გაარკვიოს, რა არის ქართველი ხალხის დაკვეთა და ამის შემდეგ აწარმოოს შესაბამისი საგარეო პოლიტიკა. მიგვაჩნია, რომ ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, პლებისციტის ჩატარება“,- ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული განცხადება ეფუძნება დეზინფორმაციას და „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულ ნარატივებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ექნება ვალდებულება, დააკანონოს ერთნაირსქესიანთა ქორწინება.