ნენსი პელოსი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

პუბლიკა

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ამერიკელი კანონმდებლების დელეგაციასთან ერთად, კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს მადლობა გადაუხადა უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვაში. ამის შესახებ ზელენსკიმ twitter-ზე დაწერა.

„შევხვდი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის კიევში. აშშ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლაში ძლიერი მხარდაჭერის ლიდერია. მადლობა, რომ გვეხმარებით ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.