„ნენსი პელოსი ცნობილია როგორც პროსომეხი პოლიტიკოსი. მის დელეგაციაში კონგრესის პროსომეხი წევრების ყოფნა პირდაპირ მეტყველებს ამაზე“, – ამგვარად გამოეხმაურა აზერბაიჯანის საგარეო უწყება წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის განცხადებებს.
„ჩანს, პელოსი იყენებს ამ ვიზიტს აშშ-ში სომხური ლობის წრეების მხარდაჭერის მოსაპოვებლად და საკუთარი შიდა პოლიტიკური დღის წესრიგისთვის. აშშ-ის შიდა პოლიტიკური დღის წესრიგიდან პოლიტიკური ინტრიგებისა და ლობისტური ინტერესების სომხეთის გავლით სამხრეთ კავკასიის რეგიონში გადატანა მიუღებელია” – ვკითხულობთ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი სომხეთში 17 სექტემბერს ჩავიდა. მან განაცხადა, რომ აზერბაიჯანის უკანონო თავდასხმას სომხეთზე მკაცრად გმობს.