ნეონატალური ასაკის ინტენსიური მოვლა/მკურნალობა სრულად ფინანსდება - ჯანდაცვის სამინისტრო

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტრო მედიაში გავრცელებული ინფორმაციის პასუხად განცხადებას ავრცელებს, როემლშიც ნათქვამია, რომ ნეონატალური ასაკის ინტენსიური მოვლა/მკურნალობა, სახელმწიფოს მიერ ფინანსდება სრულად და არ საჭიროებს თანაგადახდას, ისევე როგორც მშობიარობა და საკეისრო კვეთა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია განმარტებული,  ცალკეული მედიასაშუალებისა და ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნეონატალური ასაკის ინტენსიური მკურნალობა მხოლოდ 70%-ით ფინანსდება და მოქალაქეს 30%-იანი თანადაფინანსების გადახდა უწევს, „არ შეესაბამება სიმართლეს და სახელმწიფო პროგრამის მიზანმიმართულ დისკდრედიტაციას ემსახურება.“

„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები, მიმართულია მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად და ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ნეონატალური პერიოდი სიცოცხლის პირველი 28 დღეა.