ნეთანიაჰუს თქმით, „საბოლოოდ“ ღაზის ყველა ნაწილი ისრაელის კონტროლს დაექვემდებარება

პუბლიკა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ „საბოლოოდ“ ღაზის სექტორს ისრაელი დაიკავებს.

ეს განცხადება ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ნეთანიაჰუს თქმით, კონფლიქტის ბოლოს ღაზის ყველა ნაწილი ისრაელის კონტროლის ქვეშ იქნება და „ჰამასი დამარცხდება“.

ნეთანიაჰუმ ასევე წამოაყენა რამდენიმე პირობა.

„მე მზად ვარ დავასრულო ომი, მაგრამ მკაფიო პირობებით, რაც უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას. ყველა მძევალი ბრუნდება სახლში, „ჰამასი“ გადმოგვცემს იარაღს და უარს ამბობს ძალაუფლებაზე”, — თქვა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ ყველა ამ პირობის დაკმაყოფილების შემდეგ, ისრაელი გადავა შემდეგ ეტაპზე ტრამპის შემოთავაზებული გეგმით ღაზის მომავლის შესახებ.

11 კვირის განმავლობაში ღაზა ბლოკადაში იყო. ისრაელმა აქ საკვების შეტანა აკრძალა.

ორშაბათს ღამით, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და კანადამ ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც დაგმეს ისრაელის სამხედრო მოქმედებები და გააფრთხილეს „შემდგომი ნაბიჯებზე“ იმ შემთხვევაში, თუ ღაზაში ჰუმანიტარული მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.