Netflix-სა და ნონა გაფრინდაშვილს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა

პუბლიკა

Netflix-სა და ნონა გაფრინდაშვილს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა. ინფორმაცია საერთაშორისო მედიით ვრცელდება.

შეთანხმების დეტალები არ გასაჯაროებულა.

„მხარეები მოხარულნი არიან, რომ ეს საკითხი მოგვარებულია“, – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე რუფუს-ისააკსმა, რომელიც გაფრინდაშვილის წარმომადგენელია.

ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელი კალიფორნიის შტატის სასამართლოში 2021 წლის სექტემბერში შეიტანა. სარჩელის მიზეზი Netflix-ის სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ ნათქვამი ფრაზაა, რომ ნონა გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია.

მოსარჩელე მხარე კი აცხადებდა, რომ გაფრინდაშვილს სერიალში აღწერილი დროის იმ პერიოდისთვის მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონ  მოჭადრაკე კაცებთან, მათ შორის, გროსმაისტერებთან უკვე ჰქონდა გამართული შეხვედრები.

ნონა გაფრინდაშვილი აცხადებდა, სერიალში გაჟღერებული ინფომრმაცია „სექსისტური და დამამცირებელი იყო“.

შეთანხმების დეტალებზე „პუბლიკა“ დაუკავშირდა გაფრინდაშვილის ადვოკატს. მათი განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე დღეს, 14 საათზე ბრიფინგი გაიმართება.