15-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პირობების დაცვით და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნით დროებით შეზღუდოს საჯარო კოლექტიური ღვთისმსახურებების, რელიგიური რიტუალებისა და მასში მონაწილეობის უფლება ნებისმიერი რელიგიისა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირის მიმართ.
“აღსანიშნავია, რომ საქართველოში რიგი რელიგიური გაერთიანებები უკვე ითვალისწინებენ ამ რეკომენდაციას და სხვადასხვა ფორმით ზღუდავენ ან დროებით აჩერებენ კოლექტიური ღვთისმსახურებებისა და რელიგიურ რიტუალების აღსრულებას.
სამწუხაროდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღემდე არ იჩენს სათანადო ყურადღებას იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეკომენდაციების მიმართ, რომელთა დაუცველობაც რეალური საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც უშუალოდ მის წევრებს, ასევე, მთლიანად საზოგადოებას. რელიგიურ რიტუალებს ესწრებიან და ჩართული არიან ბავშვებიც, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის არასრულწლოვნებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.
აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:
ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები და იურისტები:
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
კონსტიტუციური კვლევების ცენტრი
ჩართულობის და განვითარების ცენტრი (CPD)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საფარი
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
თანასწორობის მოძრაობა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
იურისტები:
არჩილ მეტრეველი
გიორგი ნონიაშვილი
ალიკა კუპრავა
მიხეილ შარაშიძე