NGO-ები შსს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებენ, დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება და უზრუნველყონ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების დაუყოვნებლივი გამოძიება.

დღეს, 2020 წლის 31 ოქტომბერს გლდანის ოლქის 79-ე საარჩევნო უბანზე, ონლაინგამოცემა „პუბლიკის” ჟურნალისტი, მინდია გაბაძე იღებდა მოქალაქეს, რომელიც იგინებოდა და აგრესიულად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ჟურნალისტებს. ამ ფაქტის გადაღების დროს აგრესიულად განწყობილმა პირმა, მას ფეხი დაარტყა მას. გარდა ფიზიკური დაზიანებისა, „პუბლიკის” ჟურნალისტს დაუვარდა ტელეფონი და დაზიანდა. მედიასაშუალების ინფორმაციით, ჟურნალისტი მიდია გაბაძე პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა.
ამავე საარჩევნო უბანზე დაშავდა ტელეკომპანია „პირველის” ჟურნალისტი, ანა ახალაია. ჟურნალისტის განმარტებით, სავარაუდოდ, დაპირისპირების დროს სახეში კამერა მოხვდა.
მარნეულში, სოფელ აზიზ ქენდიში, #14 უბანზე მყოფ On.ge-ის ჟურნალისტის განცხადებით, მას პარტია „ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა მუშაობაში ხელი შეუშალა.

„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება და უზრუნველყონ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების დაუყოვნებლივი გამოძიება.

სამართალდამცავ ორგანოებს საარჩევნო უბნებზე  მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

ონალინგამოცემა პუბლიკა • Publika -ს ინფორმაციით, გლდანის 79-ე საარჩევნო უბანთან მათ ჟურნალისტს მინდია გაბაიძეს, რომელიც…

Posted by საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია on Saturday, October 31, 2020