NGO-ებისგან მივიღე ინფორმაცია, რომ საოლქო კომისიებში დამკვირვებლებს შეურაცხმყოფელად ექცევიან - ომბუდსმენი

პუბლიკა

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან მიიღო ინფორმაცია, რომ მათ დამკვირვებლებს საოლქო საარჩევნო კომისიებში შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით ხვდებოდნენ.

„სადამკვირვებლო ორგანიზაციები (ISFED, GYLA, TI) მაწვდიან ინფორმაციას, რომ საჩივრების განხილვის დროს მათი დამკვირვებლების მიმართ საოლქო საარჩევნო კომისიებში ადგილი აქვს შეურაცხმყოფელ და აგდებულ დამოკიდებულებას, რაც, ხშირ შემთხვევაში, ქმნის დამაშინებელ გარემოს“, – წერს ნინო ლომჯარია Facebook-ზე.

ომბუდსმენი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს, რომ საოლქო კომისიებში სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის უზრუნველყოს ზეწოლისაგან თავისუფალი, საქმიანი და ეთიკური სამუშაო გარემო.