ნიდერლანდების საელჩო: გვსურს, თანაგრძნობა გამოვხატოთ ყველას მიმართ, ვინც დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობით დაზარალდა

პუბლიკა

ნიდერლანდების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობით დაზარალებული მოქალაქეების მიმართ თანაგრძნობას გამოხატავს.

„ნიდერლანდების საელჩოს სახელით გვსურს, თანაგრძნობა გამოვხატოთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობით დაზარალდა. იმერეთის, გურიის და სხვა დაზარალებული რეგიონების მოსახლეობას გამძლეობას ვუსურვებთ ამ სტიქიის გამკლავებისას და წარმატებას ვუსურვებთ ყველას, ვინც მათ დახმარებაშია ჩართული“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.