ნიდერლანდებმა რუსეთის მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზების გაცემა შეაჩერა

პუბლიკა

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზების გაცემა შეაჩერა.

ეს გადაწყვეტილება ნიდერლანდებმა მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთმა ნიდერლანდების საკონსულოსა და საელჩოს თანამშრომელთა ნაწილი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

თავის მხრივ რუსეთის ამ ნაბიჯს წინ ნიდერლანდებიდან რუსი დიპლომატების გაძევება უძღოდა წინ. ბოლო პერიოდში ევროპის ქვეყნებიდან არაერთი რუსი დიპლომატი გააძევეს ჯაშუშობის ბრალდებით.

ვიზების გაცემა შენარჩუნდება ჰუმანიტარული, სასწავლო და სამუშაო მიზნებისთვის.