ნიკა გვარამიას მონახულებაზე ჯერჯერობით უარი გვითხრეს, მეორე წერილიც გავგზავნეთ – კრამონი

პუბლიკა

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას ციხეში მონახულების მოთხოვნაზე უარი მიიღო.

„ძალიან სწრაფი და ფორმალური პასუხი მივიღეთ. ჯერჯერობით, უარი გვითხრეს. მეორე წერილიც გავგზავნეთ და იმედია, ნებართვას მოგვცემენ“, – განაცხადა კრამონმა.

ევროპარლამენტარმა სოლიდარობა გამოუცხადა „მთავარი არხის“ დირექტორს და აღნიშნა, რომ ის უკანონოდ არის დაპატიმრებული.

„ეს აბსოლუტურად გაუმართლებელი საქმეა. ის უკანონოდ არის დაპატიმრებული და ჩვენ უნდა გავზარდოთ ინფორმირებულობა ამის შესახებ არა მხოლოდ აქ, საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზეც“, – აღნიშნა კრამონმა.


კიდევ ერთი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კვლავ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე.