შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1996 წელს დაბადებული ი.ბ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ი.ბ. თბილისში მომხდარ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულ გიორგი კავილაძესთან მეგობრობდა, შესაბამისად, შსს-ს განცხადებით, მან იცოდა თავისი მეგობრის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის შესახებ.
ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, დადგინდა, რომ ი.ბ.-მ საკუთარ სახლში ღამე გაათევინა გიორგი კავილაძეს და ამავე საქმეზე მეორე ბრალდებულ აკო ჭელიძეს, ხოლო მეორე დღეს მათ მიმალვაში დაეხმარა. ი.ბ.-მ პოლიციას ამის შესახებ არ შეატყობინა.
დანაშაულის 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით.