ნიკა მელია არის ვაჟკაცი ბიჭი, შუბლით გაანგრევს გლდანს - ალეკო ელისაშვილი

პუბლიკა

“თუ აყენებ კანდიდატურას, მებრძოლი უნდა დააყენო. ნიკა მელიაზე ხომ არაფერს ვამბობ? შუბლით გაანგრევს იმ გლდანს”. – ამბობს „სამოქალქო მოძრაობის” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ტელეკომპანია „პირველის” გადაცემაში, თამარ ჩიხლაძესთან ინტერვიუში.

“მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტან „ნაციონალურ მოძრაობას”, არის ვაჟკაცი ბიჭი და მხარს ვუჭერ ღიად, იმიტომ რომ მებრძოლი ბიჭია. ნიკა მელია რა შედეგს დადებს, აგერ ვნახავთ. ხაბეიშვილიც მაგარი დაქოქილია, მის შედეგებსაც ვნახავთ”. – თქვა მან.

ალეკო ელისაშვილი საუბრობდა ოპოზიციის მიერ დაყენებულ კანდიდატებზე და ამბობდა, რომ ოპოზიციამ ისეთი კანდიდატები უნდა შეარჩიოს, ვისაც რეალური გამარჯვების შანსი ექნება. მან მაგალითად მოიყვანა შალვა შავგულიძე და გიორგი ვაშაძე, რომელთა კანდიდატებად დაყენება, მისი აზრით ივანიშვილისთვის ნაჩუქარი მანდატია.

კიდევ ერთი პოლიტიკოსი, ვის მხარდაჭერასაც ელისაშვილი ადასტურებს ელენე ხოშტარიაა. “ბოკერიას პარტიაში გამონაკლისი ელენე ხოშტარიაა, რომელსაც ღიად ვუდასტურებ მხარდაჭერას. სხვას მხარს ვერავის დავუჭერ, რადგან ბოკერიას პარტია იგივე “ნაციონალური მოძრაობაა” და არაფრითაა განსხვავებული” – ამბობს ელისაშვილი.