ნიკა მელია ცუდ გზას არის შემდგარი - ხაბეიშვილი

პუბლიკა

„ნიკა მელიას განცხადებები ერთი ერთში ემთხვევა კობახიძის, ღარიბაშვილის, მდინარაძის ნარატივს“,- ამბობს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, ნიკა მელია და მისი წრე „ცუდ გზას არის შემდგარი“.

„არ არსებობს სხვა პარტია საქართველოში, რომლის თავმჯდომარეც იყოს იმხელა ლეგიტიმაციით არჩეული, როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“,  ბუნებაში ასეთი ლეგიტიმაციის მქონე პარტიის თავმჯდომარე საქართველოში და დარწმუნებული ვარ ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ არსებობს, იმდენად მასშტაბური და დიდი  ჩართულობა იყო ამ არჩევნებში. ძალიან ვღელავ ამ ადამიანის გამო, რომელიც აი ასეთ განცხადებებს აკეთებს და ერთი ერთი ემთხვევა კობახიძეს და პოსტივ-ის“,  – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.


„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დღეს დაწერა, რომ „არ და ვერ იქნება იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა“.

ენმ-ში ბორდის შექმნასა და მოლაპარაკებებზე არსებულ დისკუსიაზე განცხადება ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.