„ნაციონალური მოძრაობიდან” წამოსული ნიკა მელია ახალი პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას აანონსებს.
„შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, ყველაზე მართალი პოლიტიკური პარტია, რომელზეც უნდა დაშენდეს მერე კვალიფიკაციაც, ცოდნაც, ხედვაც, იქნება ის პარტია, რომელიც დაფუძნდება. და დაფუძნდება ძალიან მალე…
ჩვენ, პრაქტიკულად, ხვალინდელი დღიდან დავიწყებთ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობას. იქნება მნიშვნელოვანი შინაარსობრივი მუშაობა გასატარებელი და შესაბამის პერიოდში დაფუძნდება. და დაფუძნდება რისთვის – უამრავი ადამიანი არის დღეს არჩევანის გარეშე” – ამბობს მელია.
შეგახსნებეთ რომ ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ პარტტის დატოვების შესახებ რამდენიმე საათის წინ გააკეთა განცხადება.